გადაცემას „ავტოსერვისი“ ავტოექსპერტი, კარენ ჩახმახჩიანი ესტუმრა. გადაცემა სავალი ნაწილის შემოწმებას დაეთმო.
სავალ ნაწილზე და მეორადი ავტომობილების აღდგენის პროცესზე ვისაუბროთ… სავალ ნაწილს ამინდის და მიუხედავად მუდმივად სჭირდება ტექდათვალიერება. რითი უნდა დავიწყოთ ავტომობილის შემოწმება?
ყველა უბანშია ავტოსერვისი, მიბრძანდით ნებისმიერ მათგანში და დაათვალიერეთ მუხრუჭები, შემდეგ შეამოწმებინეთ, ხომ არ ჟონავს რომელიმე სითხე. ასევე, უნდა ინახოს გამონაბოლქვის მილის მდგომარეობა, რადგან აირები სალონში შემოვა, თუკი ის სადმე დაზიანებულია. ბოლო პერიოდში, პირველ რიგში მუხრუჭებს ვამოწმებთ, რადგან ბევრი უსაფრთხოების სისტემით არის აღჭურვილი. თუ ABS არ იმუშავებს, არც ერთი სისტემა არ იმუშავებს. ასევე, მარტივია კომპიუტერული დიაგნოსტიკის ჩატარება. თუ დამტვრეულ ავტომობილს ყიდულობთ, მას სხვანაირი შემოწმება უნდა. სამ თვეში ერთხელ მაინც სჭირდება ავტომობილს შემოწმება. ჩვენ ძირითადად რესურსამოწურულ ავტომობილებს ვიძენთ. ხელოსნები ყურადღებას არ უთმობენ ე.წ. „პილნიკებს“, რომელიც რთული შესაცვლელია. თუმცა, სპეციალური დანადგარის პირობებში პრობლემას არ წარმოადგენს მისი შეცვლა. რეკომენდირებულია ხარისხიანი სათადარიგო ნაწილების შეძენა. სამუხრუჭე სითხე წელიწადში ერთხელ უნდა შეიცვალოს. მას თავისი ვადა აქვს. დამუხრუჭებისას სიმხურვალეს ვერ უძლებს. ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობა გართულებულია, ყველა ხელოსანი კი თვით ნასწავლია. მაგალითად, არ შეიძლება მხოლოდ ერთი ხუნდის შეცვლა და ა.შ.
ნაავარიევი ავტომობილების აღდგენაზე შევჩერდეთ, მათი დიდი რაოდენობა სერიოზულ რემონტს საჭოროებს და ხშირად სამღებრო სათუნუქე სამუშაოებით არ შემოიფარგლება…
როდესაც მოდის ავტომობილი და დარტყმული აქვს წინიდან და უკნიდან, ყველას ვეუბნები, რომ რობოტზე წავიდეს, ცოტაა სხვათაშორის ისეთი ადამიანი, ვისაც არ უნდა ავტომობილის ხარისხიანად აღდგენა. თუკი უხარისხო ნაწილები აღარ შემოვა საქართველოში, ეს იქნება ძალიან კარგი. მაგალითად „სტერჟენი“ შეცვლიდან ორ დღეში ისევ „აკაკუნებს“. მისი ფასი 80 ლარიდან იწყება. ადამიანები დაშლილებში მიდიან და მეორადს, მაგრამ ორიგინალებს იძენენ. სავალ ნაწილში არ არსეობს დეტალი, რომელიც უსაფრთხოებაზე მეტ-ნაკლებად არ მოქმედებს. ხშირად კორეულ ავტომობილებს აღდგენისას საშინელი ხმები აქვს. გამოვიწერეთ სპეციალური „დაჩიკები“, ვაყენებთ ავტომობილზე და გვანიშნებს, ხმა საიდან მოდის. ამ ხერხს მაშინ მივმართავთ, როდესაც არ ჩანს ხმა საიდან მოდის. კიდევ კარგი ახლა კარგი ავტომობილები შემოდის, რუსულ ავტომობილებს დღესაც არ აქვს ზოგიერთს ჰიდროგამაძლირებელი. გაჩნდა მოთხოვნა ჰიბრიდებსა და ელექტროქარებზე. ტოიოტას ჰიბრიდული სისტემა ნომერი პირველია. მე მიმაჩნია, რომ ტაქსი უნდა იყოს ან „ტოიოტა პრიუსი“ ან „ნისან ლიფი“.
„ლიფი“ რომ ტაქსი იყოს, ნახევარი დღე დასატენად მოუხდებოდა დგომა…
მერე რა, ქალაქი გასუფთავდებოდა…
ვნახოთ, როგორ დარეგულირდება ეს თემა…
დაუეყენებენ კატალიზატორებს, მეტი არაფერი შეუძლიათ. როგორ უნდა დააყენო კატალიზატორი, როდესაც 500 000 კილომეტრი აქვს გავლილი.
კატალიტური გარდამქმნელის დაყენება პანაცეა არ არის, იმედია მიხვდებიან ამას. ჯერ ერთი ძრავი ისეთ ცვეთამდეა მისული, რომ აღარაფერი უშველის. მეორე კი ის არის, რომ მაშინ ძალიან მაღალი ხარისხის საწვავი და ზეთი უნდა იყოს. არ უნდა მოხვდეს კატალიზატორში ნაგავი. ფაქტიურად ჩიხში შევდივართ ამაზე საუბრისას…
მსმენელი: – მყავს „ტოიოტა პრიუსი“ 2008 წლის. „ჩეკს“ ჩავაქრობინებ, სამ დღეში ისევ მინთებს… დიაგნოსტიკაზე მითხრეს, რომ ჩვენს საწვავზე ასე მოსდის…
დიახ, შესაძლოა საწვავის მიზეზითაც იყოს… კატალიზატორის „დაჩიკი“ რომ იყოს, მას ვერ ჩააქრობდნენ. აუცლებლად მოვიწვევ ამ თემაზე შესაბამის სპეციალისტს.
კარენ, თქვენი კოორდინატებიც გვითხარით…
ისნის რაიონში, კაჩინსკის 14 ნომერში ვართ.
გადაცემის აუდიო ჩანაწერი

