LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგიდა, რომელსაც ავტომობილის სილუეტი აქვს, 20 000 დოლარად შეაფასეს

ამერიკულმა კომპანია Discommon-მა უჩვეულო ყავის მაგიდა გამოუშვა. ის ალუმინისგან არის შესრულებული, ხოლო მის ზედაპირზე ავტობილის სილუეტი იკვეთება. მაგიდის ფასი 20 000 დოლარია. მაგიდა დაზგაზე ციფრული პროგრამული უზრუნველყოფით მუშავდება. თითოეული მოდელის შექმნას 50 საათი სჭირდება. ამდენივე დრო მიაქვს ტექსტურის დატანასაც.

სულ Discommon გეგმავს ათი ასეთი მაგიდა სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალების სილუეტით გამოუშვას. კლიენტს ექნება შესაძლებლობა თვითმფრინავს, ავტომობილს და იახტას შორის გააკეთოს არჩევანი. სირთულის მიხედვით, მაგიდის ღირებულება იცვლება.