LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა

ბრიტანეთის ქალაქ ლესტერში ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური ინციდენტის დროს დაშავდა 6 ადამიანი, ოთხი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება, რომელსაც ძლიერი ხანძარი მოჰყვა, ქალაქის ერთ-ერთ სუპერმარკეტში ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო მოხდა.

სამართალდამცველებმა მიმდებარე სახლებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამართალდამცველები ტერაქტის ვერსიას ამ ეტაპზე არ განიხილავენ.