LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე – გარდაცვლილია 1 პირი

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოხდა.

„ოპელის” მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.