LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, დღეს, “ქართული ოცნების” ფრაქცია სხდომას გამართავს

“ფორტუნას” ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე დღეს “ქართული ოცნების” ფრაქციის სხდომა გაიმართება.

სხდომა 7 საათისთვის ჩაინიშნა.

როგორც ცნობილია, არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე პარლამენტში რეზოლუციის ორი პროექტია შესული. ერთი უმრავლესობის, მეორე კი უმცირესობის მიერაა ინიცირებული.