LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო ევროპას – გიორგი მარგველაშვილი

“ნამდვილად მივაღწიეთ შედეგებს ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და ვიზალიბერალიზაციის სახით. ამ გზით ევროპა კიდევ უფრო დაუახლოვდა საქართველოს და საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპას,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ბრიუსელში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროპა საქართველოსთვის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი გახდა, თანამშრომლობის მჭიდრო ფორმატი გვაქვს და მჯერა, რომ მომავალში ის კიდევ უფრო გაფართოვდება,“ – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ევროკავშირთან თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ და დავხვეწოთ ევროპული ფორმატის ფარგლებში.

„უვიზო რეჟიმის ფორმატთან დაკავშირებით მთავრობამ ძალიან აქტიური და საპასუხისმგებლო პოზიცია დაიკავა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც ჩვენმა პარტნიორებმა დააყენეს და მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა უფრო ეფექტურად ვითანამშრომლოთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.