LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ძლიერი შტორმი და დიდთოვლობაა

აშშ-ში ძლიერი შტორმი და დიდთოვლობაა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილია მილიონზე მეტი ოჯახი.

ყველაზე მეტად ნიუ-იორკის, კონექტიკუტის, მასაჩუსეტსის და ნიუ-ჯერსის შტატები დაზარალდა.

დიდთოვლობის გამო შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. გადაიდო და გაუქმდა ავიარეისების დიდი ნაწილი. სტიქიის ზონაში დაიხურა სკოლები.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. დაზარალებულ რეგიონებში ამ დრომდე საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს.