LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთში არჩევნებია – პუტინს მეოთხედ გაპრეზიდენტების იმედი აქვს

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელშიც ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მეოთხე ვადის მოპოვების იმედით მონაწილეობს.

რუსეთის ტერიტორიაზე პირველი საარჩევნო უბნები შორეულ აღმოსავლეთში გაიხსნა, 9 საათის შემდეგ კი მოსკოვში.

პირველადი შედეგები შაბათს საღამოს გახდება ცნობილი.

ვლადიმერ პუტინი რუსეთს 1999 წლიდან მართავს, ხან პრეზიდენტის, ხან პრემიერის თანამდებობიდან. ის ახლა იმედოვნებს, რომ შვიდ კანდიდატს შორის, მომავალი 6 წლიანი მმართველობისთვის კვლავ მას აირჩევენ.

მისი კონკურენტები არიან მილიონერი კომუნისტი პაველ გუდინინი, ყოფილი სატელევიზიო წამყვანი ქსენია სობჩაკი და ვეტერანი ნაციონალისტი ვლადიმერ ჟირინოვსკი.

მთავარი ოპოზიციური ლიდერი, ალექსანდრე ნავალინი არჩევნებში ვერ მონაწილეობს.