თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე ავარიის დროს სამი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ცნობით, სამივე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს.
ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მსუბუქი ავტომობილი და სამგზავრო მიკიროავტობუსი დაზიანდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, გარე განათების ბოძს შეეჯახა და ამოტრიალდა.
ავარიის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
