საქართველოს პემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, კახეთში, სასტუმრო “ახაშენი ღვინის კურორტის” გახსნაზე, რეგიონში აეროპორტის საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება.
როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, კერძო სექტორის ჩართულობით, პირველ ეტაპზე კახეთში, ჩარტერული რეისები განხორციელდება.
“მივედით იმ ეტაპზე, როცა კახეთს სჭირდება ცალკე აეროპორტი. კერძო სექტორთან პარტნიორობით, ჩვენ შევძლებთ, პირველ ეტაპზე პირდაპირ კახეთში, ჩარტერული რეისები განხორციელდეს. შემდეგ ეტაპზე კი შესაძლოა, რეგულარული რეისები დაინიშნოს”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მან ასევე ძველი რკინიგზის აღდგენის შესაძლებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმი რკინიგზის გარეშე, შეუძლებელია.
“რკინიგზა, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის უდიდესი სიმდიდრე. კახეთის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული. სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიგზა აღდგეს”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
