აღმოსავლეთ ევროპაში მოსულმა ნარინჯისფერმა თოვლმა ხალხი გააოცა. თოვლის ფოტოებს სოციალურ ქსელში პოსტავენ რუსები, ბულგარელები, რუმინელები, უკრაინელები და მოლდოველები.
მეტეოროლოგების თქმით, თოვლის უცნაური შეფერილობის მიზეზი, საჰარას უდაბნოს ქარიშხალია, რის გამოც, ქვიშა წვიმასა და თოვლს ერევა და ასეთ შეფერილობას იღებს.
ასეთი რამ ხუთ წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ წელს ჰაერში ქვიშის კონცენტრაცია განსაკუთრებით მაღალია.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC წერს. მსოფლიოში უმსხვილეს მედიასაშუალებას, თვალთახედვის არედან საქართველო გამორჩა.
შეგახსენებთ, რომ პარასკევს მთელი დღის განმავლობაში ცის ყვითელი შეფერილობა შეიმჩნეოდა. შემდეგ კი, ნალექის სახით ფერადი წვიმა წამოვიდა.
მთის კურორტ გოდერძიზე კი ნარიჯისფერ-ვარდისფრად მოთოვა.
