24 მარტს ამერიკასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები პროტესტის ნიშნად ქუჩებში გამოვიდნენ. „მარში სიცოცხლისთვის“ – ასე ერქვა საყოველთაო საპროტესტო აქციას, რომელიც იარაღით ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ იყო მიმართული. ტრიბუნებზე გამომსვლელებსა და აქტივისტებს უამრავი ცნობილი ადამიანი შეუერთდა. მათ შორის იყვნენ პოლ მაკარტნი, ჯულიანა მური, ჯორჯ და ამალ კლუნები, სტივენ სპილბერგი, კიმ კარდაშიანი, რიზ უიზერსფუნი, ლორა დერნი, ჯენიფერ ჰადსონი, სელენა გომესი, შერი და სხვები.
ვარსკლავების ნაწილი მომიტინგეებს ქუჩაში შეუერთდა, ნაწილმა კი შეკრებილებს სცვენიდან მიმართა. მათ შორის ყველაზე ემოციური გამოდგა ემი შუმერის სიტყვით გამოვლა, ასევე მაილი საირუსისა და დემი ლოვატოს შესრულება სცენაზე. მარშის ორგანიზატორები წელს პარკლენდის სკოლის მოსწავლეები არიან, სადაც 14 თებერვალს 19 წლის ნიკოლას კრუზმა ცეცხლსასროლი იარაღით 17 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მარშის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გარდაცვლილი ბავშვებისა და პედაგოგების ფოტოები ეჭირათ და ისინი პოლიტიკოსებს იარაღის შეძენის შესახებ კანონის გამკაცრებისკენ მოუწოდებდნენ.





