LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ გიმღერით ბედია“ – სოფო ბედიამ საკუთარი თავი დარდიმანდულ ჟანრში მოსინჯა

Ardaidardo.Ge
სოფო ბედიამ „სხვა რაკურსში“ ახალი სიმღერა წარადგინა, რომელიც მისთვის ჩვეულ ჟანრში არ არის შესრულებული. სიმღერის სახელწოდებაა „თქვენ გიმღერით ბედია“. სოფომ შესრულებული სიმღერის ვიდეო საკუთარი „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა და დაწერა:

„ჩემო საყვარელო ხალხო, მადლობას გიხდით თბილი სიტყვებისთვის! ყოველთვის ვამბობდი, რომ ამ სტილს არ ვიმღერებდი! ყველა ვინც მიცნობს და მოუსმენია ჩემი რეპერტუარისთვის, ძალიან კარგად იცით ჩემი შესაძლებლიბები! ეს სიმღერა კი მათთვის, ვისაც ამ ჟანრის სიმღერები გიყვართ და მოგწონთ!“