„მის ბირმინგემის“ სილამაზის კონკურსის მეორე ადგილოსანი, მარია მაჰმუდი პირველი მუსლიმი ქალია, რომელიც „მის ინგლისის“ სილამაზის კონკურში ჰიჯაბით მიიღებს მონაწილეობას. 20 წლის ლამაზმანი სცენაზე ჰიჯაბით გამოვა და ბრიტანეთის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებს.
მარია სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომელია. ის ამბობს, რომ ჰიჯაბით მას სტერეოტიპების დამსხვრევა სურს, რადგან ამ დრომდე მსგავსი ფაქტი ინგლისში არ დაფიქსირებულა. ამავე დროს ის თანახმაა სცენაზე საცურაო კოსტიუმითაც გამოვიდეს, თუმცა ჰიჯაბის მოხნას არ გეგმავს. მარია მაჰმუდმა სილამაზის კონკურსის წესები უკვე დაარღვია. ის პირველი გოგონაა, რომელიც ჭარბი წონით სტანდარტული კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა.









