„ხელისუფლება საქართველოში უნდა შეიცვალოს წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ,“ – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა. სააკაშვილმა ვიდეომიმართვა პარტიის სახელით გაავრცელა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის საქართველოში ჩამოსვლა და იმ დაპირებების შესრულებას აპირებს, რომელსაც ის ქვეყნის მოსახლეობას აძლევს. მისივე განცხადებით, მას აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ გაუმჯობესდეს სოციალური მდგომარეობა.
„მდგომარეობა არის კატასტროფული და გული მიკვდება, როცა ვუყურებ ქართული ოჯახების გაჭირვებას. ივანიშვილი საქართველოში აკეთებს ზუსტად იმავეს, რაც მან იცის 90-იანი წლებიდან. ის მოელაპარაკა რამდენიმე ბანკს და ბანკების დახმარებით დაკავებულია ქვეყნის გაჩანაგებით,“ – აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის თქმით, ასევე უნდა გაიზრდება მასწავლებლების ხელფასი, ხოლო პოლიციელთა მინიმალური ხელფასი 2000 ლარი უნდა გახდეს.
სააკაშვილის თქმით, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მოხერხდება შეჩერდეს ქვეყნიდან ხალხის გადინება. სააკაშვილის განცხადებით, ის თავად აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და ამ მიმართულებით მუშაობას.
