LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში – ცირკის კუთვნილი სატვირთო მანქანა გადაბრუნდა

ავტოსაგზაო შემთხვევა ესპანეთში – ცირკის კუთვნილი სატვირთო მანქანა, რომელსაც 5 სპილო გადაჰყავდა, გზიდან გადავიდა და გადაბრუნდა.

ინციდენტის დროს ერთი სპილო მოკვდა, ორმა კი დაზიანებები მიიღო.

შემთხვევა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალზე მოხდა და რამდენიმე საათით მოძრაობის პარალიზება გამოიწვია.

ადგილზე სამაშველო სამსახურები იყო მობილიზებული. მათ დაშავებული ცხოველების სპეციალურ მანქანებზე დასატვირთად ამწეც გამოიყენეს. სპილოები ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.