LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავში პოლიციასა და სასწრაფოს ექიმებს არაფხიზელი პირები თავს დაესხნენ

რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე მთვრალმა პირებმა ექიმებსა და პატრულს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე კაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს.

ადგილზე მისულ ექიმებსა და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით ერთ-ერთი პირი რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას პრობაციონერია.