კომპანია BMW-მ საპილოტე რეჟიმში, ტენესის შტატის მაცხოვრებლებისთვის, ავტომობილის გამოწერის სერვისი ჩაუშვა. მომსახურება Access by BMW ნეშვილში, ერთ-ერთ სადილერო ცენტრში ამუშავდა.
BMW-ს იმედი აქვს, რომ სერვისის საშუალებით ბრენდის მიმართ ახალგაზრდა აუდიტორიის ყურადღებას მიიქცევს. პროგრამის მონაწილეები შეძლებენ შეუზღუდავი რაოდენობით გამოიცვალონ ავტომობილები. ხოლო ყოველთვიურ გადასახადში გარდა თავად მომსახურებისა, შედის დაზღვევა და ტექნიკური მომსახურეობა.
გასული წლის იანვარში გამოწერის სერვისი Cadillac-მაც ჩაუშვა. სპეციალური შეთავაზების დახმარებით, სმარტფონზე მომხმარებელი ხუთ მოდელთან ახერხებს წვდომას. გარდა ავტომობილებისა, მომსახურებაში შედის კონსიერჟის 24 საათიანი მომსახურებაც.
კიდევ ერთი სერვისი, რომელიც აშშ-ში პოპულარული ხდება, არის Care by Volvo. თვეში 600 დოლარად პროგრამა ითვალისწინებს ყოველწლიურად ახალ ავტომობილს, დაზღვევას, ტექნიკურ მომსახურებას და სადღეღამისო კონსიერჟს.

