LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თეატრალურის კვარტეტი“ 8 აპრილს კონცერტს მართავს

Ardaidardo.Ge
ქართველ მსმენელს მონატრებული „თეატრალურის კვარტეტი“ 8 აპრილს, სოლოკონცერტს გამართავს. ღონისძიება სხვა სივრცეში უნდა გამართულიყო, თუმცა მცირე ხნით ადრე, ის რესტორან „ფაეტონში“ გადაიტანეს.

საღამო 21:00 საათზე დაიწყება და შესრულდება ყველასთვის ნაცნობი ძველი და ასევე ახალი მუსიკალური ვარიაციები ცნობილ მელოდიებზე, აგრეთვე სპეციალურად კვარტეტისთვის შექმნილი სიმღერებიც.

ჯგუფს აკომპანემენტს გაუწევს მუსიკალური ბენდი პაატა ანდრიაძის, ლევან დეისაძის, ირაკლი მენთეშაშვილისა და ზაზა ცერცვაძის შემადგენლობით.