LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუმინეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა

რუმინეთში, ქალაქ ნიამცში, მდინარე ბისტრიცაში მიკროავტობუსი ჩავარდა, რის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სააგენტო Mediafax იუწყება.

შემთხვევა ღამით მოხდა. მდინარეში ჩავარდნის შემდეგ, მიკროავტობუსიდან ამოსვლა მხოლოდ ერთმა მგზავრმა შეძლო. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

პოლიცია ვარაუდობს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია.