LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რამდენი გამახსენდება, რა საქმიანი სახით მორბოდა, მეცინება და მინდა მოვუყვე ყველას”

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შვილიშვილზე სახალისო ისტორიას აქვეყნებს.

როგორც ის წერს, თინუსას ნივთების საკუთარ ადგილზე დაბრუნებას ასწავლის, რის შედეგადაც, შვილიშვილიც ცდილობს მისთვის წესრიგის სწავლებას.

“თაროებზე უამრავი პატარ-პატარა ნივთი მიწყვია, კენჭები, კამათლები, სუვენირები… ათასი რამე, პეპის კომოდივით, რას არ წააწყდები. როცა ბაბუამისი თბილისშია, თინუსას თაროებს ათვალიერებინებს.
რა თქმა უნდა, თინუსას ყველაფრის ხელით მოსინჯვა უნდება. იღებს ნივთს და ატრიალებს ყველა მხრიდან, მერე ირაკლი ეუბნება, – ახლა სადაც იდო, იქ დადე. თინუსა დებს და სხვა ნივთს ათვალიერებს.
ეს თინუსას ერთერთი საყვარელი საქმიანობაა, თავს ძალიან დაფასებულად გრძნობს, რომ ასე ენდობიან და საგნებიც უფრო საინტერესო ჰქონია, ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან. გუშინ სამზარეულოს მაგიდიდან ხის ცარიელი, პატარა კოლოფი ავიღე და შევათვალიერე, ვიფიქრე, კამარაში წავიღებ, არტ თერაპიაში გამოგვადგებათქო. ის ის იყო, ჩემი ოთახისკენ დავიძარი, რომ ჩანთაში ჩამეგდო, რომ მორბის თინუსა, გამომართვა ხელიდან, – დადე – მითხრა და დააბრუნა მაგიდაზე,.

რამდენი გამახსენდება, რა საქმიანი სახით მორბოდა, მეცინება და მინდა მოვუყვე ყველას, თან მის წინაშე ვერც ვყვები, იმიტომ რომ ყველაფერი ესმის და თუ მოეჩვენა, რომ არასერიოზული ხარ და სერიოზულ საკითხებზე ღლიცინებ, ძალიან სწყინს”, – წერს ნათია ფანჯიკიძე.