LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპს უცნაურად დიდი პალტოს გამო დასცინეს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის პალტო სოცქსელებში დაცინვის ობიექტად იქცა. ტრამპს ფოტო ვერტმფრენიდან გადმოსვლის შემდეგ გადაუღეს.

მომხმარებლების ყურადღება Twitter-ზე პრეზიდენტის ლურჯმა პალტომ მიიპყრო. სოციალური ქსელის მომხმარებლები ხუმრობენ, რომ ტრამპი ქურთუკის ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანს მალავს, ზოგის აზრით კი ტრამპი თეთრი სახლიდან ვერცხლისა და ოქროსს სერვიზებს იპარავს.