LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Huawei პირველ მოხრილ სმარტფონს გამოუშვებს

ამ მომენტისთვის კომპანია Samsung პირველია, რომელმაც მოხრილი სმარტფონი პირველად დააანონსა, თუმცა მოწყობილობას ის მომავალ წლამდე არ გამოუშვებს.

როგორც გამოცემა DigiTimes წერს, მოხრილი სმარტფონები ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლომდე გამოჩნდება, თუმცა, მათ არა Samsung, არამედ ჩინური ტექნო-გიგანტი, Huawei წარმოადგენს.

Strategy Analytic–ის ანონსის თანახმად, მომავალ წელს 700 000 ერთეული მოხრილი სმარტფონი გამოვა, 2022 წლისთვის კი მათი რიცხვი 50,1 მილიონ ერთეულამდე გაიზრდება.