
ლელა წურწუმია აგრძელებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სოლოკონცერტების გამართვას. 15 აპრილს, სიყვარულის დღეს, ის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში იმღერებს. როგორც იცით, მომღერალმა თავისი პროგრამა „გუფი ლენდთან“ ერთად გააკეთა. სწორედ ამ შემადგენლობით ემზადება სოლოკონცერტისთვის, რომელიც 20 მაისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უნდა გაიმართოს. მანამდე კი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობს.
ქუთაისში ლელა წურწუმია ყველა ცნობილ ჰიტს ცოცხალი შესრულებით, ბენდთან ერთად შეასრულებს.
