LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 აპრილს რუსთაველის თეატრი ახალგაზრდა პოეტის-გიორგი სისაურის ახალ ნაწარმოებს “სიცოცხლის ყვავილს” უმასპინძლებს

15 აპრილს 20:00 საათზე, რუსთაველის თეატრი უმასპინძლებს ახალგაზრდა ქართველი პოეტის – გიორგი სისაურის ახალი ნაწარმოების “სიცოცხლის ყვავილი”-ს წარდგენას.

 

გიორგი სისაური – მწერალი, კალიგრაფი, მხატვარი, 4 წიგნის ავტორი გახლავთ, რომელსაც ჭაბუა ამირეჯიბმა მომავლის პოეტი უწოდა. მისი პოემები გამოირჩევა ქართული ენის არქაულობითა და თეოსოფიურ საზრისთა ნაირგვარობით რომელთა სინთეზიც მის მსმენელსა თუ მკითხველს ღვთაებრივ სამყაროში ამოგზაურებს.