LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე – დაშავებულია 1 ადამიანი

ავტოსაგზაო შემთხვევა თამარ მეფის გამზირზე – დაშავებულია ერთი ადამიანი.

​INFINITI-ის მარკის ავტომობილი შუქნიშანთან, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელ ზოლზე ქვეითს შეეჯახა. შემთხვევა დაახლოებით დილის 9:00 საათზე მოხდა.

ახალგაზრდა ქალი მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მძღოლი არ მიმალულა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.