LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ ყვითელაშვილი სტუმრად არ დაიდარდოში

Ardaidardo.Ge
გადაცემას „რადიო დუეტი“ თემურ ყვითელაშვილი ესტუმრა. გიტარისტმა მის მიერ განვლილ გზაზე, გემოვნებიან მუსიკასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. პირდაპირ ეთერში მისი შესრულებით რამდენიმე კომპოზიცია გაჟღერდა.

 

გზა, რომელიც გაიარეთ… არის თუ არა იღბალთან დაკავშირებული?

 

საოცრებების არ მჯერა. იღბალს შეიძლება 5-10% დაუკავშირო. მე რთული გზა გავიარე და გავდივარ დღესაც, მითუმეტეს როდესაც გაქვს პრინციპები როგორც ხელოვანსა და პიროვნებას. შოუ ბიზნესის კანონები მსოფლიოში ერთნაირად ვრცელდება. მითუმეტეს საქართველოში ეს სფერო მოიკოჭლებს, ამიტომ საქმე უფრო ცუდად არის. ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, აკეთონ ის, რაც მათია. როდესაც მასტერკლასებსა და სემინარებს ვატარებ, ჩემი მიზანია დავინახო რა მონაცემი აქვს ახალგაზრდას და რა შეუძლია განავითაროს. ჩემს შემთხვევაში წარმატება რთულად მოვიდა, დავიბადე საბჭოთა კავშირის ჩაკეტილ სივრცეში. არც ლიტერატურა არსებობდა… მე თვით ნასწავლი ვარ. არ მიყვარდა კითხვების დასმა. თავად ვსწავლობდი ყველაფერს.

 

რა დროს იქნება თქვენი მუსიკა?

 

რა დროს იქმნება, ამას დროს და კანონებს ვერ დავუკავშირებ. ყოფილა ნაწარმოები, რომლის შექმნის დროსაც ერთ ტაქტს ერთი კვირა ვერ გავცდენილვარ. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება ნაწარმოები ერთ დღეში დაამთავრო. მუსიკა ერთ წუთში არ იქმნება, ემოცია უნდა დააგროვო გონებაში, გულში.

 

მინდა შევეხოთ გემოვნებიანი მუსიკის თემასაც…

 

ეს სერიოზული პრობლემაა, რაც ჩემთვის კარგია, ეს შეიძლება თქვენთვის კარგი არ იყოს. გემოვნებაზე არ დაობენ. მე არ ვიტყვი პირდაპირ ეთერში ამა თუ იმ შემსრულებელზე ჩემს აზრს. საწყისი ეტაპი, ჩემი აზრით კლასიკური განათლება უნდა იყოს, რომ გემოვნება ჩამოყალიბდეს. ამის შემდეგ შეიძლება ადამიანმა აირჩიოს საით წავიდეს. რაც ხშირად გვესმის რადიო ან ტელე ეთერიდან, ეს სულაც არ ნიშნავს რომ კარგია. ჩემი დევიზი არის: არტისტი კი არ უნდა დავიდეს მსმენელის დონეზე, არამედ არტისტმა უნდა აწიოს გემოვნება. არასოდეს მივლია პოპულარული გზით. თუ რაიმე ნაღდი გაკეთდა, ის დროს ყოველთვის უძლებს. არც პიროვნებას, არც ხელოვანს კომპრომისი არ დამიშვია. ადამიანმა ღირსება არ უნდა დაკარგოს. ახალგაზრდებს ვურჩევ, მაღალი დონის გემოვნებიან ხელოვნებას ეზიარონ.

 

თქვენი ოჯახის წევრებიც მუსიკასთან ახლოს არიან…

 

ჩემი ბიჭი მუსიკოსია, კონსერვატორიაში სწავლობს, სადირიჟოროზე. მეუღლე ბალერინაა. უკვე შვილიშვილი გვყავს, ჩემი გოგო იურისტია. ჩემი ვაჟი კარატეში ოლიმპიური ჩემპიონია, შავი ქამრის მფლობელია. მთლიანობაში, დიახ ხელოვანთა ოჯახი გამოდის.

 

სამომავლო გეგმები როგორია?

 

ძალიან კარგად დაიწყო ეს წელი, წლის დასაწყისში სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის კონცერტი ჩავატარე. მოხდა უპრეცედენტო ფაქტი და მთავარ სინაგოგაში კონცერტი ჩავატარე, ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა. ვიყავი აშშ-ში, დაიგეგმა სოლო კონცერტი. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი ყავის ბრენდის ამბასადორი გავხდი. იყო ჩემი ალბომის პრეზენტაცია, გორში სოლო კონცერტი მქონდა, მოსკოვში ორი მასტერ-კლასი ჩავატარე და იყო სოლო კონცერტიც. არის კიდევ ბევრი საინტერესო გეგმა, წინასწარ არის ყველაფერი გაწერილი. ვმუშაობ ახალ ალბომზეც, რომელიც წლის ბოლოსთვის იქნება მზად.

თემურ ყვითელაშვილი – ავე მარია

AudioTEMUR KVITELASHVILI – AVE MARIA

 


თემურ ყვითელაშვილი – ყვავის არია

AudioTEMUR KVITELASHVILI – KVAVIS ARIA

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

Audio/Radio Dueti. Temur Kvitelashvili

თემურ ყვითელაშვილი. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge

Ardaidardo.Ge