LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში ამწედან ახალგაზრდა კაცი ჩამოვარდა

ბათუმში, მშენებლობაზე 25 წლის კაცი დაშავდა. თვითმხილველების განცხადებით, ის ამწედან ჩამოვარდა. შემთხვევა 26 მაისის ქუჩის 45 ნომერში  მოხდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც სასწრაფო დახმარების ბათუმის სამსახურის უფროსის მოადგილემ განაცხადა, დაშავებული  კონტაქტური იყო. მას დაზიანება გულმკერდისა და ხელის არეში აღენიშნებოდა.