LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანადოლუ“ – აზერბაიჯანმა თურქეთს გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთი ლიდერი გადასცა

აზერბაიჯანმა თურქეთს გადასცა ძებნაში მყოფი პირი, რომელსაც ანკარა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად მიიჩნევს. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

სტამბოლის პოლიციის სამმართველოს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების ინფორმაციით, ქონიას და აქსარაის პროვინციების სასამართლოებმა გასცეს თურქეთის მოქალაქე მ.ჯ.-ს დაკავების ორდერი, რომელიც ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის ბათუმის ფილიალის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება. 2017 წლის აპრილში მ.ჯ. აზერბაიჯანში ჩავიდა, სადაც ის დააკავეს და ექსტრადირებისთვის ამზადებდნენ.

ერთწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ მ.ჯ. ინტერპოლის თანამშრომლებს გადასცა, მათ კი ძებნილი პირი სტამბოლში ჩაიყვანეს.