LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კვირიკაშვილმა აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამუშაო ვახშამზე უმასპინძლა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვეს მიტჩელს, რომელიც საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე ისაუბრეს.