LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამპისა და მაკრონის მიერ დარგული ხე გაქრა

ხე, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, დონალდ ტრამპს რამდენიმე დღის წინ აჩუქა, გაუჩინარდა.

ნერგი საფრანგეთის ისტორიული რეგიონიდან წამოიღეს და თეთრი სახლის ეზოში, პრეზიდენტებმა ერთად დარგეს.

მაკრონმა განაცხადა, რომ ეს ხე იქნებოდა “იმ კავშირების შეხსენება, რომელიც ჩვენ შორისაა”.

მაგრამ როიტერის ფოტოგრაფის მიერ გადაღებულ სურათში ეს მნიშვნელოვანი ნერგი აღარ ჩანს და მის ადგილას, მხოლოდ ყვითელი ბალახია.

შეგახსენებთ, კადრებს იმის დასადასტურებლად, რომ ხე ნამდვილად დაირგო: