LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იწყებს.

როგორც სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს განუცხადა, 2017 წლის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 350-მდე რეკომენდაციას მოიცავს, რომელთა შესრულება სამინისტროებს მოუწევთ.

„ანგარიშში მოხვდა ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, დაწყებული სიცოცხლის უფლებით, რომელშიც ვსაუბრობთ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე; ასევე არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების პრობლემატურობაზე, ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობასა და კანონმდებბლობის პრობლემატურობაზე, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე. ჩვენ ვფარავთ ყველა საკითხს – ბავშვთა უფლებები, სოციალური უფლებები, მიგრანტთა უფლებები. გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია წინგადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის, პენიტენციურ სისტემაში,“– განაცხადა ნინო ლომჯარიამ.