LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დებატები მარგველაშვილის გარეშე გრძელდება – პარლამენტმა პრეზიდენტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა

პარლამენტის სხდომა, რომელიც პრეზიდენტმა მისთვის არასასურველი ფორმატის გამო, ცოტა ხნის წინ პროტესტის ნიშნად დატოვა, კვლავ რეგლამენტით გავალისწინებული წესით გაგრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარემ საკითხი, რომელიც პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ფორმატიდან გადახვევასა და შეცვლას ეხებოდა, მხოლოდ 28 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი კი 50 იყო.

“ჩვენ გვთხოვენ კანონის დარღვევას, პრეზიდენტი ჩვენგან ითხოვს რეგლამენტის დარღვევას. ასეთი გადახვევა იქნებოდა დათვური სამსახური ინსტიტუტებისთვის. ეს არის ჩემი პოზიცია, თუმცა ამის მიუხედავად ჩემი პოზიციაა კენჭისყრაზე დავაყენოთ ეს საკითხი,” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სხდომაზე განხილვის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებას ითხოვდა, რაზეც, დეპუტატებმა მიუთითეს, რომ ეს იყო რეგლამენტის დარღვევა. თუმცა, საკითხზე სათათბიროდ შესვენება იყო გამოცხადებული.