LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში, ერთ-ერთი ადგილობრივის სუპერმარკეტში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს და ფული მოიპარეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა, თუმცა მაღაზიის მფლობელმა ამის შესახებ დღეს დილით შეიტყო, როცა ადგილზე მისულს შენობის კარი და გისოსი გატეხილი დახვდა. რა რაოდენობის თანხაა წაღებული, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არის.