LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილისთვის სუვენირული პრეზერვატივების გაყიდვა დაიწყო

დიდ ბრიტანეთში მეგან მარკლისა და პრინც ჰარის ქორწილისთვის სუვენირული პრეზერვატივების გაყიდვა დაიწყო. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

პრეზერვატივის ღირებულება 10 ევროა. პროდუქციის შეფუთვაზე სამეფო ოჯახის წევრი პრინცი ჰარი და მისი მომავალი მეუღლე მეგან მარკლი არიან გამოსახული.

კომპანია Crown Jewels- მა აღნიშნა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ეს პროდუქტი არ მოეწონათ.

2011 წელს, მსგავსი პროდუქცია პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილისთვისაც გამოუშვეს.