LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარნეულში, 21 წლის ახალგაზრდა მდინარის ნაპირზე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სეიდ გოჯალოში 21 წლის მამაკაცი მდინარე დებედას ნაპირზე გარდაცვლილი ნახეს.

მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად ახალგაზრდას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული.
მერის წარმომადგენელმა სეიდ გოჯალოს ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულში ანზორ აბაშიძემ განაცხადა, რომ მოკლული ახალგაზრდა ამავე სოფელში ცხოვრობს.  მისივე თქმით ცხედარი მდინარის პირზე გუშინ ნახეს.
ოჯახის წევრებს და სოფლის მცხოვრებლებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზები და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 108-ე და 236-ე მუხლებით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.