LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Xiaomi Redmi 5A ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების ხუთეულში მოხვდა

ამ დღეებში ხუთი ყველაზე გაყიდვადი სმარტფონის რეიტინგი გამოქვეყნდა. მათ შორის მოხვდა Xiaomi Redmi 5A-ს ბიუჯეტური მოწყობილობაც. აღსანიშნავია, რომ ის არის ერთადერთი დევაისიც ანდროიდის ბაზაზე. დანარჩენი ოთხი პოზიცია Apple-ის ნაწარმმა გადაინაწილა.

როგორც მოსალოდნელი იყო, პირველი ადგილი iPhone X-მა დაიკავა. მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციები კი iPhone 8-მ, 8 Plus-მა და 7-მა გადაინაწილეს.

საუკეთესო ათეულის მეექვსე ადგილზე Samsung Galaxy S9+ განთავსდა, რომელიც მის წინამორბედს ოდნავ ჩამორჩა. ხოლო ის ფაქტი, რომ მას Xiaomi Redmi 5A-მ აჯობა იმით აიხსნება, რომ S9+-ის პრეზენტაცია სულ ცოტა ხნის წინ გაიმართა.