LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის ცვილის ფუგურები მადამ ტიუსოს მუზეუმში (ფოტო)

ჯერ კიდევ მარტში ლონდონის „მადამ ტიუსოს” სახელობის მუზეუმში განაცხადეს, რომ მეგან მარკლის ცვილის ფიგურაზე მუშაობას იწყებდნენ. უკვე დღეს პრინცი ჰარის საცოლის და ამერიკელი მსახიობის ცვილის ფიგურების ნახვა მუზეუმის ყველა დამთვალიერებელს შეუძლია.

მეგან მარკლის ცვილის ფიგურას ის მწვანე კაბა ამშვენებს, რომელიც მას ნიშნობის დღეს ეცვა. ასევე ხელზე ჩანს ნიშნობის ბეჭედი, რომელიც მას ჰარიმ აჩუქა. მეგან მარკლის ცვილის ფიგურას გვერდს  პრინცი ჰარი უმშვენებს, რომელიც წლების წინ შექმნეს და ამჯერად რესტავრაცია ჩაუტარეს.

საინტერესოა, რომ მუზეუმის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, წყვილის ქორწილის დღეს მსურველებს მუზეუმში შესვლა უფასოდ შეეძლებათ. მეგან მარკლის ცვილის ფიგურა ნიუ-იორკში მდებარე „მადამ ტიუსოს” მუზეუმშიც გამოჩნდა.