LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ქალი დაჭრეს

ბათუმში 30 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა აღმაშენებლის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში მოხდა.

მეზობლები ამბობენ, რომ თავდასხმა გაძარცვის მიზნით მოხდა. ლიფტში იგი მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ქალს რამდენიმე ჭრილობა, სავარაუდოდ, დანით აქვს მიყენებული. საავადმყოფოში შეყვანისას, ის კონტაქტური იყო.