
გადაცემას „რადიო დუეტი“ პროექტ „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეები ოთო კვალიაშვილი და საბა კემულარია ესტუმრნენ. შეგახსენებთ, პროექტის რადიო პარტნიორია ფორტუნა“ და „არ დაიდარდო“.
როგორ აღმოჩნდით ამ პროექტში?
საბა: – იმდენად ბევრი ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით… ჩემს თავზე საუბარი ცოტა მეუხერხულება. ბავშვობიდან ვმღერი, ჯგუფ „ალილოსა“ და ფოლკლორული ანსამბლის „შავნაბადას“ წევრი ვარ, ვგალობ ქაშუეთის ტაძარში. მიყვარს წინაღობების დაძლევა, ვიღებ დიდ გამოცდილებას.
ოთო: – ჩემი ისტორია ცოტათი უცნაურია, მინდოდა პროექტში მომდევნო წელს გავსულიყავი, უფრო მომზადებული. სულ შემთხვევით, ქუთაისში ვიყავი, თმას ვიჭრიდი და დაემთხვა ქასთინგი, შევიარე და მოვხვდი პროექტში. მეც ვმღერი ბავშვობიდან.
სტრესთან არ არის დაკავშირებული?
ოთო: – რა თქმა უნდა, დიდი სტრესია. თუმცა, ლაივიდან ლაივამდე ვიზრდებით, ემოციებიც აღარ არის მოჭარბებული.
კონკურენცია არის?
ოთო: – მეგობრული განწყობაა, არ იგრძნობა კონკურენცია, თუმცა რა თქმა უნდა არის.
საბა: – ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, ამიტომაც გამოირჩევა ეს პროექტი. ასაკით ყველაზე უფროსი მე ვარ და მიხარია, რომ ასეთ კარგ მოზარდებთან მაქვს ურთიერთობა.
ჟიური მკაცრია?
საბა: – იგივეს ვიტყვი, რაც პროექტში ვთქვი – გიორგი გაბუნია, ძირითადად ობიექტურად აფასებს, თუმცა ვერ ჩავწვდი რა კრიტერიუმით აფასებს.
ამბობენ, რომ სამეგრელო შენს გვერდით არის…
დიახ, ვიცი რომ ძალიან მგულშემატკივრობენ და თითოეულ ადამიანს დიდი მადლობა ამისთვის.
რამდენად კომფორტულია ასეთი განსხვავებული ვერსიების შესრულება?
საბა: – ზვიად ბოლქვაძე ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან დიდი მუსიკოსია. ასევე, მაღალი დონის არის ყველა ის მუსიკოსი, ვინც გვეხმარება. ძალიან კომფორტულია ჩემთვის მათთან ერთად ყოფნა. ვსწავლობ კიდევ უფრო მეტს, მუსიკაში კიდევ უფრო ღრმად შევდივარ და ეს ძალიან საინტერესო პროცესია.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
საბა კემულარია & ოთო კვალიაშვილი. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
საბა კემულარია – ეს ზღვა რომ შავია
ოთო კვალიაშვილი – გაიღიმე
ფოტოები




