LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში შტორმს 2 ჟურნალისტი ემსხვერპლა

აშშ-ში შტორმ „ალბერტოს“ შედეგად ორი ჟურნალისტი დაიღუპა. გარდაცვლილები ამერიკული ტელეკომპანია WYFF-ის რეპორტიორები არიან, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინის შტატში სტიქიის გასაშუქებლად ჩავიდნენ.

წამყვანი, მაიკ მაკორმიკი და ოპერატორი, აარონ შმელცერი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც მათ ავტომობილს ხე დაეცა.

შტორმმაა „ალბერტოს“ აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს გუშინ მიაღწია. ჩრდილოეთ კაროლონას ხელისუფლებამ მოქალაქეები მოსალოდენლი წყალდიდობის შესახებ გააფრთხილა.

სინოპტიკოსების ცნობით, სტიქია ასევე ემუქრება ფლორიდას, ჯორჯიას, ალაბამას და სამხრეთ კაროლინას.