LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უთამაშებელი ზაზა ფაჩულია ნბა-ს ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” პლეი-ოფის სერიის მე-7 მატჩში “ჰიუსტონ როკეტსს” ესტუმრა და 101:92 დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ოკლენდელებმა სერია 4:3 მოიგეს, დასავლეთ კონფერენციის გამარჯვებულები გახდნენ და ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, სადაც “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდებიან.

სამწუხაროდ, კვლავ არ ითამაშა ზაზა ფაჩულიამ, რომელმაც წინა შეხვედრაში 3 წუთი დაჰყო პარკეტზე.

“უორიორსს” ქულებით კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი და 3 ბლოკი მოაგროვა. სტეფ კარის სამმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა, მან 27 ქულა, 10 პასი და 9 მოხსნა მიითვალა.

 

“გოლდენ სტეიტი” NBA-ს ისტორიაში გახდა მე-6 გუნდი, რომელიც ზედიზედ მეოთხე წელია ფინალში გადის. ერთი დღით ეს მიღწევა “კლივლენდს” ჰქონდა.

ფინალური სერია 31 მაისს, კლივლენდში დაიწყება.

“გოლდენ სტეიტ უორიორზი” და “კლივლენდ კავალიერზი” ზედიზედ მეოთხედ გაითამაშებენ პლანეტის საკლუბო-საკალათბურთო ჩემპიონის წოდებას.

ამასთან, “გოლდენ სტეიტი” ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მეხუთეა, რომელმაც მიჯრით მეოთხედ გააღწია სუპერფინალურ სერიაში. დღემდე ეს “ბოსტონ სელტიკსმა” (ორჯერ),“ლოს ანჯელეს ლეიკერსმა”, “მაიამი ჰითმა” და “კლივლენდ კავალიერსმა” მოახერხეს.