1987 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 31 მაისი „თამბაქოს გარეშე“ მსოფლიო დღედ გამოაცხადა.„ქართული სასწავლებლის” მდგრადი განვითარების კლუბი „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2019″ ფარგლებში მთელი კვირა აწარმოებდა კამპანიას „არა მოწევას”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა მეტად საინტერესო კვლევა 13-14 წლის ასაკის მოსწავლეებში, კითხვით თუ რატომ არ გახდება ის თამბაქოს მომხმარებელი და ამ კვლევის შედეგები დღეს წარადგენეს ბავშვებმა.
კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ მოზარდებისთვის საკუთარი ჯანმრთელობა ყველაზე პრიორიტეტულია, შედეგი მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვებს გაცნობიერებული გვაქვს თამბაქოს მავნე გავლენა ჯანმრთელობისთვის.
აქედან გამომდინარე დაიგეგმა სხვადასხვა აქტივობები, რითაც უმცროსკლასელებს მათთვის გასაგებ ენაზე უხსნიდნენ თუ რა ზიანს აყენებს თამბაქო მომხმარებლის ჯანმრთელობას.
ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ მედიის წარმომადგენლები.
„ვთვლით, რომ ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო გზა ცნობიერების ამაღლებაა. ჩვენ ვაცნობიერეთ, რომ დედამიწა თამბაქოს გარეშე ჯანსაღი იქნება და ჩვენ ვირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და ვეუბნებით არას მოწევას“- ამბობენ ქართული სასწავლებლის მოასწავლეები.






