ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორივე პირის მიმართ სასჯელის დანიშვნის სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წელი და 6 თვე, დათო სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის მეორე ბრალდებულს კი 9 წელი და 9 თვე მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
