LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზის ავტოსალონს 15 საავტომობილო მარკა გამოტოვებს

იმ მარკების რაოდენობა, რომლებიც პარიზის მოტორშოუს გამოტოვებენ 15-მდე გაიზარდა. ამჟამად ამის შესახებ Alfa Romeo-მ, Fiat-მა და Jeep-მა განაცხადეს. პარიზის ავტოსალონი მიმდინარე წლის 2-დან 14 ოქტომბრამდე გაიმართება.

მიუხედავად იმისა, რომ Fiat Chrysler Automobiles-ის შემადგენლობაში შემავალი სამი მარკა გამოფენაზე არ გავა, ორი სხვა ბრენდი Maserati და Ferrari მონაწილეობას მაინც იღებენ.

წინათ, პარიზის მოტორშოუზე მონაწილების მიღებაზე უარი თქვეს Nissan-მა, Volkswagen-მა, თუმცა კონცერნში შემავალი შემავალი ბრენდები Audi, Porsche, Seat და Skoda ავტოსიახლეებს მაინც წარადგენენ. ასევე, ავტოსანზე არ გავლენ: Volvo, Opel, Mazda, Infiniti, Mitsubishi, Subaru, Ford, DS Automobiles, Rolls-Royce და Aston Martin.

Audi-მ, Mercedes-Benz-მა და BMW-მ დეტროიტის მოტორშოუზე თქვეს უარი, რომელიც 2019 წლის იანვარში გაიმართება. ნაცვლად ამისა, მწარმოებლები თავიანთ სიახლეებს ლას ვეგასში, სამომხმარებლო ელექტროობის გამოფენაზე წარადგენენ.