გამოცემა TMZ-ის ცნობით, 22 წლის კენდალ ჯენერი 18 წლის ანვარ ჰადიდთან კოცნის დროს დააფიქსირეს. მოგვიანებით, მოდელმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც მისი და ანვარის ხელია გამოსახული.
ჯერ კიდევ გასულ კვირას, მედია კიმ კარდაშიანის უმცროს დასა და კალათბურთელ ბენ სიმონსის რომანზე წერდა, თუმცა როგორც ჩანს, ჯენერი პირად ცხოვრებაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.
