მიმდინარე წლის მარტში ჯიჯი ჰადიდმა და ზეინ მალიკმა დაშორების შესახებ განაცხადეს, თუმცა აპრილის ბოლოს პაპარაცებმა ისინი კვლავ ერთად დააფიქსირეს.
ამ დრომდე ვარსკვლავების მხრიდან ამ ფაქტზე კომენტარი არ გაკეთებულა. სიჩუმის დარღვევა სუპერმოდელმა გადაწყვიტა. ჯიჯიმ „ინატაგრამზე“ ზეინთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, სადაც ისინი საკმაოდ შინაურ ვითარებაში არიან აღბეჭდილები.
შეგახსენებთ, რომ წყვილი ერთად 2015 წლის ნოემბრიდან არის.

