LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბარსელონაში ჟერარ პიკესა და შაკირას სახლი გაძარცვეს

„ბარსელონას“ თავდამსხმელი, ჟერარ პიკე და მისი მეუღლე, მომღერალი შაკირა, მძარცველების მსხვერპლი გახდნენ.

ვარსკვლავების სახლში, რომელიც ბარსელონას ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარეობს, ბოროტმოქმედები შევიდნენ და იქიდან ნივთები გამოიტანეს, მათ შორის საათები და სამკაულები. ძარცვის დროს, შაკირა გერმანიაში გასტროლზე იმყოფებოდა, ხოლო პიკე ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე.

ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება.