LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls რამდენიმე შოუს გამართვას გეგმავს

ემა ბანტონმა ჯგუგ Spice Girls-ის შესაძლო გაერთიანებაზე ისაუბრა. 42 წლის მომღერალი დილის გადაცემას This Morning სტუმრობდა, როდესაც წამყვანმა მას კოლექტივის შესახებ მულტფილმის თაობაზე ჰკითხა:

„ანიმაციურ ფილმს აქტიურად განვიხილავთ. შემდეგ დარწმუნებული არ ვარ, რომ იქნება ტურნე, მაგრამ აუცილებლად იქნება რამდენიმე შოუ. კარგი იქნებოდა „გლასტონბერიზე“ გამოსვლა“, – განაცხადა ბანტონმა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ემა სოლო კარიერის მოწყობით არის დაკავებული.