ქსელში Galaxy Note 9-ის ვიდეო გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, ვიზუალურად ის თავისი წინამორბედის, Galaxy Note 8-ის მსგავსი იქნება.
კამერის მოდული ახალ ვერსიაში ჰორიზონტალურია, თითის ანაბეჭდის სკანერი კი მის დაბლა ცენტრში მდებარეობს.
სხვა დანარჩენ ასპექტებში Galaxy Note 9 თითქმის „რვიანის“ იდენტურია.
